პროექტის შესახებ

„ვსწავლობთ მუსიკას თამაშით“ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის არის შექმნილი. ამ ციფრული რესურსის საშუალებით მოსწავლეებს შეუძლიათ თავად შექმნან მარტივი მუსიკალური ნაწარმოებები რესურსში ჩაშენებული მუსიკალური კლავიშების საშუალებით ან ხმის ბანკიდან შეარჩიონ სხვადასხვა ხმა და დაამუშაონ, დაარედაქტირონ ისინი. ასევე, შესაძლებელია როგორც აუდიო ფაილების ჩატვირთვა და მათი შემდგომი დამუშავება, ასევე ნებისმიერი ხმის ჩაწერაც.

რესურსის ეფექტური გამოყენება შეიძლება როგორც მუსიკის გაკვეთილებზე, ასევე სხვა საგნებშიც. მაგალითად, ბავშვებს შეუძლიათ, შეარჩიონ რომელიმე ლიტერატურული ნაწარმოების შესაბამისი ხმები და დაამუშაონ, გარკვეული თანამიმდევრობით დაალაგონ, გაახმოვანონ ესა თუ ის ისტორიული მოვლენა ან ისტორიული პიროვნების ბიოგრაფია, შეარჩიონ და შეუსაბამონ ერთმანეთს სხვადასხვა ბუნებრივი გარემოს ხმები.

პროექტზე მუშაობდნენ

ვიდეო თუთორიალი

note note note note